Company Logo




ჩვენი კომპანია

ჩვენი გუნდი 1
  • კომპანიის გამოცდილი პერსონალი უზრუნველყოფს სხვადასხვა სირთულის საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების წარმატებულად წარმართვას; ჩვენი უპირატესობები: მაღალკვალიფიციურ ინჟინერთა გუნდი, რომლებიც გამოცდილების და განათლების წყალობით, ადვილად უმკლავდებიან ნებისმიერი სირთულის სამუშაოს. ფინანსისტები, რომლებიც ეფეტურად მართავენ კომპანიის აქტივებს და რაც საშუალებას გვაძლევს ვიყოთ მოქნილები სამუშაოების ფასთწარმოქმნის ნებისმიერ ეტაპზე; გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც შევარჩიეთ უამრავ სხვა პრეტედენტს შორის დროთა განმავლობაში და რომლებმაც თავი გამოავლინეს როგორც ხარისხიანმა შემსრულებლებმა. თანამედროვე ტექნოლოგიების მუდმივი ძიება, თანამედროვე სხვადასხვა მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების ქონა, რომლებიც გვეხმარება სამუშაოების სწრაფად და ხარისხიანად შესრულებაში. კარგად ორგანიზებული ლოჯისტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი სამშენებლო მასალებით ნებისმიერი ობიექტის სწრაფ მომარაგებას.

    ჩვენ შევძელით რამდენიმე წლის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად, მოგვეძია სარემონტო სამუშაოების წარმოების ის ორგანიზაციული ფორმა , რომელიც ეხმარება დამკვეთს მაქსიმალურად ჩაურევლად აწარმოოს სარემონტო სამუშაოები; სამუშაოების ორგანიზების მაღალი ხარისხი, კვალიფიციური სპეციალისტები, აწყობილი ლოჯისტიკა და წინასწარ მომზადებული დეტალური დიზაინის პროექტი, იძლევა სწრაფად და ხარისხიანად რემონტის დამთავრების გარანტიას; ჩვენ შევძელით მოგვეძიებია კომპანიები, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებად ვთვლით და რომლებიც გვაძლევენ სამშენებლო მასალების ხარისხის, ფასის და ასორტიმენტის არჩევის საშუალებას; აღნიშნული ფაქტორი კი გვაძლევს საშუალებას დიზაინერი იყოს მაქსიმალურად თავისუფალი და შემოგვთავაზოს საკმაოდ მრავალფეროვანი იდეები.

ჩვენი შესაძლებლობები 2
  • >>  მიწის ნაკვეთის მფლობელის ოცნებაა ლამაზი შენობა, რომელიც დაამშვენებს მის ქონებას. რა გასაკვირია რომ მოთხოვნებიც დიდია.

    >>  მშენებლობაში წვრილმანები არ არსებობს - მაქსიმალური თავსებადობა რეალობის სასურველთან, ხარისხობრივი მაჩვენებელია.

    >>  ოცნების სახლის ასაშენებლად საჭიროა პროექტი, ტექნოლოგია, ხარისხიანი მასალები და რა თქმა უნდა, უნარი ამ კომპონენტების კონსოლიდაციის.

    >>  ჩვენი კომპანია - არაა კერძო ხელოსანი. ჩვენ ნებისმიერი სპეციალისტის მოძიება შეგვიძლია, ვინც ააშენებს თქვენს ოცნებას, რეალიზებას მოახდენს ყველაზე წარმოუდგენელი პროექტისას.
    >>  ჩვენი მდიდარი გამოცდილება თაუნჰაუზების, ვილებისა თუ კოტეჯების მშენებლობის სფეროში საშუალებას გვაძლევს თამამად განვაცხადოთ - ჩვენთან პროექტის განხორციელება მომგებიანი და წარმატებული იქნება თქვენთვის 

    >>  ჩვენ ვაშენებთ წლის ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მასალით... 

     

    >> ჩვენთან უმკაცრესად კონტროლდება დრო, მშენებლობის დრო!!! ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ვადებს... 
    >> ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს კლიენტზე, ჩვენს ქალაქზე, ჩვენს ქვეყანაზე.. და ამიტომ ჩვენ ცუდად ვერ ვაშენებთ...
    >> ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ:
    - საცხოვრებელი კომპლექსები
    - თაუნჰაუზები
    - ვილები და კოტეჯები
    - სავაჭრო და ბიზნეს ცენტრები
    - სპორტული მოედნები
    - საზოგადოებრივი ობიექტები